среда, 2 сентября 2015 г.

მეეცხრე  დღის შემაჯამებელი  რეფლექია

შევაჯამეთ ჩვენი ცხრადღიანი საინტერესო და შინაარსიანი მუშაობა,
რაც  აისახა თითოეული გამომსვლელის მიერ გაკათებული პროექტის პრეზენტაციაში,
ძალიან კარგი შეფასებები მიიღო ყველა გამომსვლელმა.

     ტრენინგმა დატოვა კარგი შთაბეჭდილება, რაც მთავარია ამ ცხრა დღემ ძალიან დიდი ცოდნა და გამოგდილება მოგვცა.საიჰტერესო აღმოჩნდა ველასათვისპროექტის შესაბამისი სტანდარტები მიზნებისა და აქტივობების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა და მიზნის შესაბამისი პროცედურების ჩამოყალიბება.

ყოველივე ამაში ლომის წვლილი ქალბატონ მანანას მიუძღვის რისთვისაც დიდი მადლობა მას და მათაც  ვიც ეს ესოდენ საჭირო  ტრენინგი დაგვიგეგმა. იმედია ჩვენი თანამშრომლობა გაგრძედება...



მერვე  დღე  -რეფლექსია

     დეტალურად  გავიმეორეთ  ბლოგზე მასალების გადატანა/ატვირთვა. შემდეგ დრაივში  მოვაწესრიგეთ ჩვენი პროექტის  გეგმა.მოვაწესრიგეთ  შვიდივე  საქაღალდე  და  ავტვირთეთ  ბლოგზე.
        გავეცანით  ხარაჩოების  მნიშვნელობას  და ფასილიტაციისათვის  შევქმენით  ონლაინ  კითხვარი   გუგლ  ფორმების  გამოყენებით.  მივიღეთ  დავალება.
        მადლობა  ჩვენს   ტრენერს  საინტერესო  და  საქმიანი  ტრენინგისათვის.
პირველი  დღე--  რეფლექსია

            ვისწავლეთ ვიუვერის გამოყენება. გავეცანით ინტელის სასწავლო კურსს. გავეცანით მასალის მონიშვნის,შენახვის,ჩანაწერის გაკეთების წესებს.შევქმენით          პორტფოლიო და გაცნობილი მასალები შევინახთ შესბამის საქაღალდეში.ჩეკლისტის       გვეხმარება მასალების სწორ გადანაწილებაში. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონს (რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება პროექტის დაგეგმვისას). ვნახეთ „რომეო და ჯულიეტა“-ს პროექტის გეგმა და ჩავინიშნეთ დავალება:პროექტის გეგმის შინაარსი.
მეშვიდე  დღე-- რეფლექსია

    გავასრულყოფილეთ  პროექტის  გეგმის  პროცედურები და გავეცანით მეექვსე მოდულის  ნაწილს:კითხვარს  დიფერენცირებული სწავლების  პრაქტიკის  შესახებ.  ჩვენი  პროექტის შესაბამისად  მოვახდინეთ მოსწავლეთა  დიფერენცირება,  შევადგინეთ თვითშეფასების  ფორმა და შევურჩიეთ  ინტელექტის  შესაბამისი  აქტივობები.

    ვისწავლეთ  ბლოგზე  ფეიჯის  გაკეთება და ავტვირთეთ  მასში  ჩვენი  პორთფოლიო. მივიღეთ დავალება.
   ბოლო  სამი  დღე  განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი, რთული  და საინტერესო  აღმოჩნდა და იმედია  კველაფერი  კარგად  გავიგე.
მეექვსე დღე- რეფლექსია

        
        მეხუთე მოდულში  გავეცანით "რჩევებს და რეკომენდაციებს  უკუკავშირისათვის" და "პორთფოლიოს  რუბრიკას". ჩამოვაყალიბეთ პროექტის გეგმის მიზნის  შესაბამისი პროცედურები/აქტივობები...ერთ მიზანს ესაჭიროება რამდენიმე აქტივობა და თითოეული მათგანი რაც  შეიძლება  დაწვრილებით,თანმიმდევრობით უნდა  დავწეროთ.  ვისწავლეთ მათი ატვირთვა  დრაივის დოკუმენტებში,ნამუშევრების და უკუკავშირის გაზიარება.
     მეექვსე  მოდულიდან გავეცანით და შევადგინეთ  მოსწავლეთა  პრეზენთაციის შესაფასებელი (განმსაზღვრელი) რუბრიკა...ნამუშევრები ავტვირთეთ დრაივზე, ჩვენს  საქაღალდეში.მივიღეთ დავალება: დეტალურად ჩამოვწეროთ გეგმით შესასრულებელი პროცედურები როგორც  მოსწავლეებისათვის,ასევე  მასწავლებლისათვის.
მეხუთე დღე-  რეფლექსია

მოვახდინეთ მეოთხე დღის რეფლექსია.  შემდეგ  ინტერნეტით მოვიძიეთ პროექტის თემის  შესაბამისი ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალა. ვიუვერის რესურსებში  გავეცანით საავტორო უფლებებს. მოძიებული მისამართები შევინახეთ "საავტორო უფლებების" საქაღალდეში.
    დარაივზე ავტვირთეთ "გამოყენებული ლიტერეტურა" . მოვირგეთ მოსწავლის როლი,გავეცანით სლაიდების შექმნის სტრუქტურას და შევქმენით სლაიდები.
   მასალები ავტვირთეთ დრაივზე და ვისწავლეს შესწორების გაკეთება "ოპენ"-ით.
  ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების  გაკეთება.